воскресенье, 7 мая 2017 г.

დღე 9

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.დავასრულეთ სასწავლო პროექტები,გავაკეთეთ
პრეზენტაციები და შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა.მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. რა მომცა ამ ტრენინგმა? ვისწავლე, როგორ გადავუნაწილო მოსწავლეებს დავალებები, პროექტის კეთებისას  გამოვუმუშაო მათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.გამოვიყენო ბლუმის ტაქსონომია,შევქმნა მოსწავლეებთან ერთად შეფასების რუბრიკები.

суббота, 6 мая 2017 г.

დღე 8

დღეს გავეცანი ფასილიტაციის დანიშნულებას,რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის სწორი მიმართულების მიცემაში,აგრეთვე როგორ დაეხმარება მათ  ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.
.

воскресенье, 30 апреля 2017 г.

დღე-7


მე-6 მოდულის გაცნობის შემდეგ გავიგე,რომ არის
დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხი დონე:

  • შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
  • პროცესი შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  • პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
  • სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას. 
ვუპასუხე რთულ და მნიშვნელოვან შეკითხვებს: 
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?

суббота, 29 апреля 2017 г.

დღე 6

დღეს გავეცანი შეფასების რუბრიკების შექმნის პრინციპებს.მიუხედავად ,რომ ეს თემა ნაცნობია, ჩემთვის სიახლე და საინტერესო იყო კონკრეტულად პროექტის რუბრიკაზე მუშაობა.

воскресенье, 23 апреля 2017 г.

დღე 5.


დღეს ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიის შექმნა ინტერნეტ-რესურსებზე.აგრეთვე, პროექტის პრეზენტაცია სლაიდებით.დღე იყო ძალიან ნაყოფიერი.ვფიქრობ ეს დამეხმარება სასკოლო პროექტებზე მუშაობაში , შემეძლება კორექტირება შევიტანო  მასში.

суббота, 22 апреля 2017 г.

დღე 4.
გავეცანი პროექტის გეგმის შეფასების  დროის სქემას.,რაც აუცილებელია პროექტზე მუშაობისას.შევისწავლე მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის დაწყებისას,მუშაობისა და დამთავრებისას.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

დღე 3

დღეს ტრენინგზე გავეცანი ბროშურის გაკეთებას,რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.ასევე თემატური,შინაარსობრივი,ზოგადი კითხვების დასმას.არ მეგონა,რომ პროექტის კეთება ასეთი რთული იქნებოდა.ტრენერი ზედმიწევნით ხსნიდა ყველა გაურკვეველ საკითხს.დღე პროდუქტიული იყო.